06:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 11:24:21, 350 ნახვა

საზოგადოება
ქართველ და გერმანელ ოტორინოლარინგოლოგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება

„ნიუ ჰოსპიტალსში“ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც სმენის აღდგენასთან დაკავშირებული ურთულესი ოპერაციების ჩატარებას და ქართველ და გერმანელ ექიმებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს ითვალისწინებს.

მემორანდუმის საფუძველზე, „ნიუ ჰოსპიტალსი“ გერმანიაში, როსტოკის საუნივერსიტეტო კლინიკაში დახელოვნებისთვის მიავლენს ფიზიკოსსა და ლოგოპედს, რაც მყარ საფუძველს ჩაუყრის ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმპლანტირებული პაციენტების რეაბილიტაციისთვის.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორი ნიკა ოქრიაშვილი და ოტო კორნერის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი პროფესორი რობერტ მლინსკი.

„მემორანდუმის ფარგლებში პროფესორი რობერტ მლინსკი პერიოდულად ჩამოვა და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგებთან ერთად ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების ურთულეს ოპერაციებს ჩაატარებს. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროპული დონის ყურის ქირურგიის განვითარებისა საქართველოში. ამ ვიზიტის ფარგლებში, დასრულდება მოსამზადებელი სამუშაოები და მომავალი წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ კოხლეარული იმპლანტაციები დაიგეგმება“, აცხადებენ „ნიუ ჰოსპიტალსში“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics