|
2015-06-02 11:12:39, 543 ნახვა
ეკონომიკა
თბილისი-მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 65 %-ით გაიზარდა
2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 65 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია – ჯამში 87,367 მგზავრი, რაც 65 პროცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (53,091 მგზავრი). ამჟამად, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს 4 ავიაკომპანია, მათ შორისაა, „საქართველოს ავიახაზები“. შარშან ანალოგიურ პერიოდში ოპერირებდა მხოლოდ ორი ავიაკომპანია - „საქართველოს ავიახაზები“ და „S7 Airlines“. აღნიშნული მიმართულებით, მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის განმავლობაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)