01:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-31 13:45:57, 376 ნახვა

საზოგადოება
ცესკო: სენაკის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 სთ-ის მდგომარეობით 41,1%, ხოლო ზუგდიდში 18,8 % შეადგინა

სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. (არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება).  დილის 08:00 სთ-იდან ამომრჩევლებისთვის გახსნილია საარჩევნო უბნები და კენჭისყრის პროცესი  ცესკოს ინფორმაციით, მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობითვე, სენაკის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 სთ-ის მდგომარეობით 41,1% შეადგინა (541 ამომრჩეველი), ხოლო ზუგდიდში - 18,8 % (217 ამომრჩეველი).

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ოლქებში კანდიდატები წარდგენილი ყავთ „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „თავისუფალ საქართველოს“, სენაკში კი ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი. 

ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე მედია ორგანიზაციები და 9 სადამკვირვებლო ორგანიზაციის 52 წარმომადგენელი. 

დღეს დილის 7:00 სთ-იდან ღამის 12:00 სთ-მდე მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის  - 2 51 00 51; ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი.  მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მოგვაწოდონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. 
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღის განმავლობაში პერმანენტულად მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. 
ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics