04:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 15:23:41, 378 ნახვა

საზოგადოება
სამკურნალო საკურორტო ტურიზმის გაცნობისა და მისი უცხოეთში პროპაგანდის მიზნით კონფერენცია გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით საქართველოში ,,სამედიცინო ტურიზმი - გამოწვევები და პერსპექტივების კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში სამედიცინო ტურიზმის კერძოდ სამკურნალო საკურორტო ტურიზმმის გაცნობა, მისი პროპაგანდა სხვა ქვეყნებში და საზოგადოებაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარებულ კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რეკტორმა ილიას ჩილოღლუმ. კონფერენციაზე სხვა სამედიცინო ტურიზმის საშუალებებთან ერთად ყურადღება მიიპყრო საქართველოში არსებულმა სამკურნალო საკურორტო ტურიზმის საშუალებებმა, მისმა პერსპეკტივებმა, და საკურორტო ტურიზმის განვითარების თემაზე უცხოეთში პროპაგანდის გაკეთებამ. 

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სამედიცინო ტურიზმის ს/პრ ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ სააკაშვილი; სამედიცინო ტურიზმის ექსპერტი და კომპანია ,,მედტური საქართველოს“ დამფუძნებელი, პაატა რატიანი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 9 უმაღლესი სასწავლებლის (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის საწავლო უნივერსიტეტის) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტებმა და აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორებმა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; კომპანია ,,სევენთი“; ტურისტული სააგენტოები; პროფესიული კოლეჯი ,,იკაროსი“; არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics