04:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 13:24:20, 323 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი: აფხაზებთან 11 სამარხის გახსნაზე შევთანხმდით

"მოვილაპარაკეთ, რომ 11 ახალი სამარხი იქნება გახსნილი, როგორც სოხუმის ტერიტორიაზე, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე",-ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სუბარის თქმით, ეს მოლაპარაკებები საქართველოს და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმმადგენლებს შორის ერთადერთი ორმხრივი ფორმატია, სადაც სხვა მხარეები არ მონაწილეობენ.

"გასულ კვირას გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პირველი ვიცე–პრემიერის ხელმძღვანელიბით იყო დელეგაცია. ეს არის შეხვედრა,რომელიც წითელი ჯვრის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც იხილავს ჰუმანიტარულ საკითხებს, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების, გადმოსვენებისა და გაცვლის საკითხებს. მოვილაპარაკეთ, რომ 11 ახალი სამარხი იქნება გახსნილი, როგორც სოხუმის ტერიტორიაზე, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. 5 არის ენგურის გადმოღმა მხარეს, 6 კი ენგურის გაღმა მხარეს. უფრო მეტი დეტალებისგან ამ დროისთვის თავს შევიკავებ. თუმცა, რამდენიმე თვეში თქვენ გექნებათ გაცილებით მეტი ინფორმაცია, თუ როგორ მიდის პროცესი. ეს არის ერთადერთი ორმხრივი ფორმატი, რომელი არსებობს აფხაზეთთან, გარეშე მხარეების მონაწილეობის გარეშე",- განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics