23:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 09:23:24, 545 ნახვა

საზოგადოება
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკედბლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილების 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია.

დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს თბილისში ეწყობოდა მშვიდობიანი აქციები. საქართველოს სუვერენიტეტის ცნობის მოთხოვნით 1989 წლის აპრილში თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციები ეწყობოდა. მშვიდობიანი მიტინგი 9 აპრილს, გამთენიისას სასტიკად დაარბია საბჭოთა არმიამ, რასაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიის მიუხედავად, ბრძოლა ქვეყნისთვის დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსის მოსაპოვებლად მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა.

ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ გილოცავთ ყველას ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics