2015-05-24 13:41:57, 452 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა საია–ს საკვირაო სკოლის მოსწავლეებს პრევენციული კომუნიკაციის პროექტი გააცნეს
აღსრულების ეროვნული ბიურო მოსახლეობის ინფორმირების კუთხით აქტიურად განაგრძობს პრევენციული კომუნიკაციის პროგრამას 17-18 წლის მოზარდებთან.
მორიგი შეხვედრა ბიუროს თანამშრომლებმა ახალგაზრდა იურისტთა საკვირაო სკოლაში გამართეს. სკოლის მოსწავლეებს მათ პრევენციული კომუნიკაციის პროექტი გააცნეს.
საუბრის მთავარი თემა შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ვალაუვალობის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან