10:43 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 12:23:20, 339 ნახვა

პოლიტიკა
აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავს. 
ამის შესახებ განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ  გამოაქვეყნა. 
„პრეზიდენტ ობამასა და ამერიკელი ხალხის სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, რომელსაც ის 26 მაისს აღნიშნავს. ძალიან ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან. შეერთებული შტატები მტკიცედ ერთგულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებს. ერთგული ვრჩებით, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებასა და ნატო-ს წევრობის გზაზე წინ წაწევაში“,-აღნიშნულია განცხადებაში. 
ამასთან, ჯონ ქერიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო მისიებში მინაწილეობის გამო .
ქერიმ  ქართველ ხალხს მშვიდობა, ერთიანობა და წარმატება უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics