15:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 16:55:06, 427 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აჭარის ა/რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებისთვის, ასევე ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ოჯახის წევრებისთვის  პიროვნული, კულტურული და ფსიქო-სოციალური განვითარების  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. დოკუმენტის მიხედვით, „მხარეები  ადასტურებენ დანაშაულის პრევენციის პრიორიტეტულობას, გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას ხელი შეუწყონ დანაშაულის პრევენციას და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებას ქვეყანაში“. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის განცხადებით, ამ მემორანდუმის გათვალისწინებით დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები. „დანაშაულის პრევენციის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიულ ორგანოებთან. აჭარის ა/რ  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან  ერთად სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების გარდა ვიმუშავებთ ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნითაც.  დაიგეგმება ერთობლივი  ბანაკები, ტრენინგები, სპორტული აქტივობები, საგანმანათლებლო სემინარები“, განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. მემორანდუმს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორთან ერთად ხელი მოაწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის” უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიქელაძემ.  იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფილიალი განთავსებულია ბათუმის იუსტიციის სახლში. ცენტრი აჭარაში  „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ გარდა ახალგაზრდულ პროექტებს ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics