16:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 16:46:55, 421 ნახვა

საზოგადოება
„EXPO BATUMI 2015“-ზე შშმ ბავშვების ნამუშევრები გამოიფინა

ბათუმში, მეორე დღეა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-8 საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების ნამუშევრები, ასევე „BAU”-ს ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი. 

„EXPO BATUMI 2015“ -ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი სასტუმრო „შერატონში“ გუშინ გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილბერიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურამნიძე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

გამოფენაში მონაწილეობენ სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა დატურიზმის სფეროში დასაქმებული ადგილობრივი და უცხოური კომპანიები. გამოფენაზე წარმოდგენილი არიან კომპანიები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან,ბელარუსიდან და გერმანიიდან. გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს სარეკლამო და საინფორმაციო ტურები,პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

გამოფენის ორგანიზატორია საქართველოში მოქმედი კომპანია შპს „GEONET EXPO”. გამოფენას წელს სასტუმრო„შერატონი“ 20-დან 22 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics