06:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 19:36:28, 434 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადეს ბაქოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, გაჩენილი ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.

“უდიდესი გულისტკივილით შევიტყვე ბაქოში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, როდესაც საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს არაერთი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე ათეული კი მძიმედ დაშავდა. ამ მწუხარების ჟამს, მინდა გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი და გამოვხატო თანადგომა დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი,”-ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის სახელით, თანადგომას უცხადებს  დაღუპულთა ოჯახებს და აზერბაიჯანელ ხალხს.

„მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება ბაქოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად არაერთი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით, გადმოგცეთ გულწრფელი სამძიმარი და დაგიდასტუროთ ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა ამ მძიმე წუთებში“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics