|
2015-05-20 10:29:27, 340 ნახვა
საზოგადოება
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები კვლავ გაფიცულები არიან
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. ისინი სრული შემადგენლობით გუშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრას მინისტრის მოადგილეებიც ესწრებოდნენ. თუმცა, როგორც გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის არჩევას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გასაუბრება და კომისიის სხდომა გაიმართა. მათივე მტკიცებით, კომისიის წევრები ძირითადად შედგებოდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისაგან. "შედეგად, მიღებულ იქნა სუბიექტური გადაწყვეტილება და დირექტორად აირჩიეს ზაზა აბაშიძე. კომისიამ არ გაითვალისწინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა რეკომენდაცია",-აცხადებენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებას ითხოვენ: გაუქმდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები; დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის სამეცნიერო საბჭოს, დირექტორის არჩევის უფლება; შეიცვალოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი უწყება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)