2015-05-19 17:50:55, 480 ნახვა
პოლიტიკა
ავსტრიის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა და პირველმა ლედიმ მარგიტ ფიშერმა მცხეთაში ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერეს.
ავსტრიის დელეგაციასთან ერთად მცხეთაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ავსტრიის პრეზიდენტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.
ავსტრიის პრეზიდენტმა მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად საქართველო უკვე დატოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან