2015-05-19 13:47:49, 311 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით,ვაჟა ფანჩულიძის შემცვლელის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვაჟა ფანჩულიძის შემცვლელის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
მისივე თქმით, საავატომობილო გზების უფროსის მოვალეობას კანონით მისი პირველი მოადგილე ასრულებს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ დატოვა ფანჩულიძემ თანამდებობა, ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ.
„თუ რატომ დატოვა თანადებობა ვაჟა ფანჩულიძემ ეს ჯობია მას ჰკითხოთ, რადგან ეს მისი სურვილი იყო“,-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან