11:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 12:34:22, 331 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში ახალგარემონტებული სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში ახალგარემონტებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო პუნქტი გაიხსნა, რომელიც დაწესებულების მსჯავრდებულებს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას გაუწევს. 

უწყების ინფორმაციით, სამედიცინო პუნქტი მსჯავრდებულთა დროულ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს და რეფერალის აუცილებლობას შეამცირებს. დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი მოემსახურება. სამედიცინო პუნქტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით და ინვენტარით არის აღჭურვილი.

სამედიცინო ცენტრის გახსნის პარალელურად პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის #5 დაწესებულებაში კლინიკა „ავერსმა“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტთან ერთად ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პრევენციულ/სადიაგნოსტიკო გამოკვლევები განახორციელა. ექიმ-კონსულტანტებმა  პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N5 დაწესებულებაში მყოფ 200-ზე  მეტ ბრალდებულ/მსჯავრდებულ ქალს სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაუწიეს. 

პრევენციული დიაგნოსტიკის გარდა, კომპანია „ავერსმა“ დაწესებულებას საჩუქრად  მაღალი ხარისხის მედიკამენტები გადასცა. 

აღნიშნული გამოკვლევები უკვე ჩატარდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სამ დაწესებულებაში. წლის ბოლოსთვის  სამედიცინო პროფილაქტიკური კვლევები სისტემურ ხასიათს მიიღებს და სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებას მოიცავს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics