|
2015-05-17 10:46:07, 304 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი დღეს მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს და გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვას წაიკითხავს
17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საპატრიარქოს თხოვნით, 16-17 მაისს აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის თბილისში პირველად შემობრძანების გამო გაუქმდა. საქართველოს ეკლესიამ ჩათვალა, რომ უმჯობესია, ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებებით აღნიშნოს. დღეს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებულია აწყურის ღვთისმშობლის ხატი და სხვა სიწმინდეები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს წირვას, გადაიხდის პარაკლისს და წაკითხული იქნება გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვა. ასევე კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი გადაეცემათ ეკლესიის წევრ მრავალშვილიან ოჯახებს, განურჩევლად ეროვნებისა. შემდეგ კი ხალხს დაურიგდება დღესასწაულთან დაკავშირებული ბროშურები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)