14:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 10:20:40, 355 ნახვა

საზოგადოება
შსს აკადემია საქართველოს სუპერლიგის ფინალშია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კალათბურთის გუნდმა „შსს აკადემიამ“ საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია კლუბ "ბათუმ“-ს საერთო ანგარიშით 3-0 მოუგო. ფინალურ ეტაპზე გასასვლელად გადამწყვეტი მესამე მატჩი გამოდგა, რომელიც ბათუმის სასპორტო სკოლაში გაიმართა.

შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, როდესაც შსს-ს გუნდმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა მეტოქე ანგარიშით 76-74 დაამარცხა.

დღევანდელ შეხვედრაში „შსს აკადემიის“ გუნდში საუკეთესო გიორგი ცინცაძე იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა, გიორგი შარაბიძემ 19 ქულის მოპოვება შეძლო, ასევე ლიდერის პოზიციაზე ბექა ჩიკვილაძე 14 ქულით აღმოჩნდა.

მომავალი კვირიდან სუპერლიგის ფინალური შეხვედრები გაიმართება. შსს-ს გუნდი „რუსთავს“ და „დინამოს“ შორის გამარჯვებულს შეერკინება.

„შსს აკადემია“-ს კალათბურთელებს შორის საქართველოს ნაკრების 5 მოთამაშეა, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში ამავე დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. „შსს აკადემიას“ აქტივებში 2013 წლის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულია, წელს კი ისინი ზურაბ საკანდელიძე- მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics