19:05 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 17:05:45, 568 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით სრულდება

„აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსვალების გეგმა დღეის მდგომარეობით  გადაჭარბებით სრულდება“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა  ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბიუჯეტი ჯერჯერობით 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.
„ბიუჯეტი ჯერჯერობით 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი. 19-ში ჩამოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია და ისინი ჩამოიტანენ თავის გათვლებს, ჩვენ ჩვენსას დავახვედრებთ. გვექნება კამათი და შევჯერდებით საერთო პოზიციაზე. მოხდება თუ არა კორექტირება ბიუჯეტის შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი. რაღაცაზე შევჯერდებით რაღაცაზე ვერ შევჯერდებით, როცა შევთანხმდებით სავალუტო ფონდთან  ამის შემდეგ ვეტყვით საზოგადოებას. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეის  მდგომარეობით ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა  გადაჭარბებით სრულდება“,- აღნიშნა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics