2015-05-14 12:53:36, 450 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: ჭორებით ცდილობენ EBRD-ის მნიშვნელოვანი ღონისძიების გადაფარვას
„ვიღაცა რაღაცა ჭორებით ცდილობს EBRD-ის მნიშვნელოვანი ღონისძიების გადაფარვას“, - ასე გამოეხმაურა საქართველეოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც EBRD-ის ღონისძიების დასრულების შემდეგ მისი თანამდებობიდან გადაყენება იგეგმება.
„ჭორებზე საუბრის დრო არ არის. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებია საქართველოში და ვიღაცა რაღაცა ჭორებით ცდილობს მის გადაფარვას. მე მგონი ეს სწორი არაა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან