2015-05-11 14:24:57, 390 ნახვა
საზოგადოება
ცისკარიშვილი: ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სურვილი საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგია გახლავთ
„ეს გახლავთ, დიდი ალბათობით, საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგია“,-ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა NDI-ს კვლევასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომლის თანახმადაც ნატო-ში გაწევრიანება გამოკითხულთა 65%-ს, ხოლო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება 31%-ს სურს.
ცისკარიშვილის თქმით, უფროსი თაობის არაინფორმირებულ ნაწილს იდენტიფიცირებული აქვს საკუთარ მეხსიერებაში საბჭოთა კავშირი და მოსკოვი იმ დროსთან, როცა ქვეყანაში დაუშვებელი იყო უმუშევრობა.
„ მგონი, იმედგაცრუების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ორი მესამედი მეტია ერთ მესამედზე და აზრის გამოთქმის თავისუფლება როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ასევე არსებობს დემოკრატიულ გზაზე დამდგარ ქვეყანაში, მაგრამ თავისთავად კითხვის დამსმელებს კარგი იქნებოდა გამოეკვლიათ თუ რა ინფორმაციას ფლობენ ზოგადად ევრაზიისკენ მსწრაფველი ჩვენი თანამემაულეები ან აღნიშნული გაერთიანების შესახებ, ან დღევანდელი რუსეთის რეალობის თაობაზე. დიდი ალბათობით მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც დასახული აქვს რაიმე პერსპექტივა ევრაზიულ კავშირში ჩართვით, გარდა იმათი ვინც ამ განწყობების დანერგვისთვის ანაზღაურებულია არცთუ მცირე თანხები უნდა იყოს არა რაიმე პრორუსული განწყობების, არამედ ინფორმაციის დეფიციტი იმაზე თუ რა განსხვავებაა საბჭოთა კავშირსა და დღევანდელ რუსეთს შორის. ეს ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება. საზოგადოებაც და ხელისუფლებაც, როტომღაც არ თვლიან თავს ვალდებულად, რომ სრულიად მკაფიო დისკუსიები იმაზე თუ რა ენატრება და ვის როგორი ქვეყანა წარმოუდგენია დღევანდელი რუსეთი. კვლავ ვიტყოდი, რომ დიდი ალბათობით ეს გახლავთ ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ და უფროსი თაობის არაინფორმირებულ ნაწილს იდენტიფიცირებული აქვს საკუთარ მეხსიერებაში საბჭოთა კავშირი და მოსკოვი იმ დროსთან, როცა ქვეყანაში დაუშვებელი იყო უმუშევრობა. უმუშევრებს აკავებდნენ, აიძულებდნენ ჩართულიყვნენ შრომაში. დღეს კი სამუშაო ადგილი ერთ-ერთი მთავარი საოცნებო მიმართულებაა, მაგრამ თუ ჩვენს თანამემამულეებს ექნებათ სრული წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა არის დღევანდელი რუსეთი და რა განსხვავებაა სოციალიზმსა და ველურ კაპიტალიზმს შორის მაშინ ალბათ დაფიქრდებოდნენ და მათი დიდი ნაწილი გაზრდიდა ორ მესამედს ევროატლანტიკური პერსპექტივის მზაობის მქონე ჩვენი მოსახლეობის ორი მესამედიდან ოთხ მეხუთედამდე“,-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან