|
2015-05-10 21:39:38, 337 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში, უბედური შემთხვევის ადგილზე მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
ქობულეთში, უბედური შემთხვევის ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში ქობულეთში ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და რუსთავის მერი დავით ჯიქია ჩამოვიდნენ. გუბერნატორმა და მერმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და დაზარალებული ბავშვები მოინახულეს. ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ ხანძარი დღეს გამთენიისას გაჩნდა. ამ დროს სასტუმროში რუსთავის ქორეოგრაფული ანსამბლის 35-მდე მოცეკვავე და პედაგოგები იმყოფებოდნენ. ხანძარს 3 მოზარდის სიცოცხლე ემხვერპლა, სამაშველო სამსახურებმა გადარჩენილი ბავშვების გამოყვანა უვნებლად შეძლეს. ბავშვებს ჩაუტარდათ ფსიქოლოგების კონსულტაცია. მათი ნაწილი რუსთავში უკვე გაემგზავრა. დაღუპული სამი ბავშვის ცხედარი ქ. რუსთავის ექსპერტეზის ბიუროში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს. ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით აღებული იქნა დნმ-ის ანალიზი, რომელიც გადაიგზავანა ქ. თბილისში. საჭირო ხარჯებს სახელმწიფო უწყებები დაფარავს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)