2015-05-09 18:45:27, 360 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: საქართველოში მშვიდობით მოსული სტუმარი თავს დაცულად უნდა გრძნობდეს
„საქართველოში მშვიდობით მოსული სტუმარი თავს დაცულად უნდა გრძნობდეს“, -ასე გამოეხმაურა „გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი ბაიკერების ჩამოსვლის საკითხს.
ბურჯანაძის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის რაც ცუდი მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს.
„სტუმარი, მითუმეტეს მშვიდობით მოსული საქართველოში თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. თუ ქართველები ვართ, თუ საქართველო , ქართული ტრადიციები და ისტორია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამავდროულად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის ცუდი რაც იყო არასოდეს აღარ განმეორდეს“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან