13:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 14:41:20, 350 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური: ჩვენმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს, რომ რუსი ბაიკერები დროშებით და ლენტებით არ შემოსულიყვნენ

ჩვენმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს, რომ რუსი ბაიკერები დროშებით და ლენტებით არ შემოსულიყვნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ვაკის პარკში რუსი ბაიკერები იმყოფებიან, თუმცა მათ არც ლენტები და არც დროშები არ აქვთ.

„უსაფრთხოება დაცულია ქართველი ბაიკერებიც არიან და მოსულები არიან ასევე სტუმრები, რუსეთიდან არიან ბაიკერები. შემოსულები არიან ეს ადამიანები აქ სეირნობენ პარკში. არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. მათ არც ლენტები აქვთ და არც დროშები. როგორც ეძახიან „ღამის მგლებზეა“ საუბარი, რომლებმაც გადმოკვეთეს საზღვარი რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ ლარსიდან. ეს ადმიანიები ახლა არიან პარკში, ზოგმა დატოვა საქართველო და გადავიდა სომხეთში. ვინც არიან აქ რამდენიმე ადამიანი შემოსული, მოტოციკლეტები ყავთ სხვაგან და ფეხით შემოვიდნენ, ჩვეულბერივად“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება კითხვას, შემოუშვებდნენ თუ არა ლენტებით და დროშებით რუს ბაიკერებს საქართველოს ტერიტორიაზე, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ არ შემოუშვებდნენ. მისივე განმარტებით, სპეცსამსახურებმა იმუშავეს, რომ ბაიკერები დროშებით და ლენტებით არ შემოსულიყვნენ.

ცნობისთვის, თბილისში ვაკის პარკთან ქართველი ბაიკერები შეიკრიბნენ. როგორც ისინი აცხადებენ, შეკრების მიზეზი გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან საქართველოში ჩამოსულ რუს ბაიკერებს „გეორგიევსკის ტრაქტატის“ ლენტებით სურთ შესვლა.

როგორც ქართველი ბაიკერები აცხადებენ, ისინი რუს ბაიკერებს „ღამის მგლები“ უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას მხოლოდ გმირთა მოედანზე მისვლისა და დაღუპული ქართველი გმირებისთვის პატივის მიგების შემდეგ მისცემენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics