|
2015-05-09 10:51:19, 329 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს N182 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტ „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს თბილისის N182 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი, დაათვალიერებინეს მათი საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი. მოზარდები გაეცნენ წვევამდელთა თეორიული და სამწყობრო მეცადინეობის პროცესს და პრაქტიკულ წვრთნებს (ბარიერების გადალახვა, კედელზე დაშვება, საბრძოლო ილეთები, ტირი). ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებისთვის მოეწყო სპეციალური გამოფენა სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობა, ჯავშანტექნიკა და სხვადასხვა სახეობის იარაღი დაათვალიერეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია მოზარდების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეთა კანონით გათვალისწინებული უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოზარდებში მართლშეგნებისა და ცნობიერების ამაღლებას მართლწესრიგის საკითხთან დაკავშირებით და მსგავსი ფორმატის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები უზრუნველყოფს მოსწავლეთა მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და მორალური პასუხისმგებლობის განვითარებას. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში“, - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)