14:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 19:40:13, 322 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძის შეფასებით, პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტების განხორციელებას იბრალებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის შეფასებით, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტების განხორციელებას იბრალებს.

ამის შესახებ ვაშაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის მეთაურს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება.

„არ გრცხვენიათ, როცა ლილოში არქივის გახსნაზე საუბრობთ, რომელიც პირადად მე გავხსენი?! სირცხვილია, როდესაც სოფლებში იუსტიციის სახლების გახსნაზე საუბრობთ, 20 პროექტიაო უკვე გაკეთებული. 20–დან 15 იყო გახსნილი და აქედან უმეტესობა პირადად ჩემი გახსნილია. როცა საუბრობთ ლაზიკის პორტზე, რაც ვირტუალურ პროექტად აქციეთ თქვენ, დღეს ის  აშენებული იქნებოდა და გემებს მიიღებდა ლაზიკაში, თითქმის 3 წელია ამ პროექტებზე საუბრობთ და არაფერი გაგიკეთებიათ.  არ გრცხვენიათ, როდესაც მოზიდულ ინვესტიციებზე საუბრობთ,როცა ამ ინვესტიციების უმრავლესობა  2012 წლის ოქტომბრამდეა მოზიდული. არც ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი არ დაგიწყიათ თქვენ“, – აღნიშნა ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics