|
2015-05-07 15:55:12, 357 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი რეზო ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში რეზო ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. პრეზიდენის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ქართველი რეჟისორის ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. „დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ადამიანს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა 20-ე საუკუნის ჰუმანურ იდეალებზე, ქართულ საზოგადოებაზე, და მადლიერებითა და პატივისცემით მივაბარებთ მას ქართულ მიწას. დიდი მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც ბატონმა რეზომ საქართველოსთვის შეასრულა და იდეალებისათვის, რომლითაც მან არა მარტო ქართველების, არამედ მრავალი სხვადასხვა ერის წარმომადგენლის არაერთი თაობა აღზარდა“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი სამოქალაქო პანაშვიდზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან, მრჩეველებთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)