|
2015-05-07 14:15:11, 490 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობას არასამთავრობო ორგანიზაციები გაეცნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ახალგაზრდების პრობლემებზე მომუშავე 40-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ცენტრისთვის, ისე არასამთავრობო სექტორისთვის. სტუმრები დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიზნებს, მიმდინარე პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. შეხვედრის მიზანი იყო ერთი მხრივ, დანაშაულის პრევენციაზე მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის გაცნობა და მეორე მხრივ, მეტი კოორდინაცია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესდნენ როგორც ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის შედეგებით, ისე ახალგაზრდული პროგრამებით, თუ როგორ მიმდინარეობს მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მისიაა საქართველოში დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა, რისკ ჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)