21:21 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 11:25:08, 346 ნახვა

საზოგადოება
უთხარი მსოფლიოს რატომ არის საქართველო განსაკუთრებული - EBRD ფოტოკონკურსს აცხადებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიმდინარე წლის 14-15 მაისს თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმთან დაკავშირებით, სპეციალურ ფოტოკონკურსს აცხადებს. 

EBRD კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ  ფოტომოყვარულებს და პროფესიონალებს სთავაზობს საკუთარი ფოტოების საშუალებით მთელ მსოფლიოს გაუზიარონ თავიანთი ხედვა და წარმოდგენა საქართველოს შესახებ.  

იმისათვის, რომ მსოფლიო ბიზნესსაზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და  სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომდგენლებს, უპასუხოთ კონკურსის კითხვაზე - რატომ არის საქართველო განსაკუთრებული და რატომა არის  ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემო? შეგიძლიათ, ფოტოკამერით, ტელეფონით გადაღებული ფოტო მიმდინარე წლის 13 მაისამდე განათავსოთ სოციალურ მედიაში და გააკეთოთ ე.წ. თაგი (tag) EBRD-ის Instagram-ზე (@ebrd_official), Facebook-ზე ან Twitter-ზე (@EBRD), გამოიყენეთ ჰეშტაგი #Georgia15.

EBRD საუკეთესო ფოტოებს გამოაქვეყნებს ინტერნეტ სივრცეში და ასევე განათავსებს მათ თბილისში ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მიმდინარეობისას. საუკეთესო ფოტოების ავტორებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიიწვევს სპეციალურ ღონისძიებაზე.

„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, სადაც EBRD მუშაობს. მას აქვს უნიკალური კულტურა, პეიზაჟები და არქიტექტურა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს.  წელს, მისი მომხიბლავი დედაქალაქი - თბილისი, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა  და ბიზნესფორუმს მასპინძლობს. ამ კონკურსის საშუალებით, გვინდა ყველას მივცეთ საშუალება, გაიგონ მეტი საქართველოს შესახებ“, - ნათქვამია EBRD-ის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კონკურსთან დაკავშირებით გაკეთდა (http://www.ebrd.com/news/2015/tell-the-ebrd-whygeorgia-is-special-for-you.html).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics