16:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 20:33:27, 498 ნახვა

პოლიტიკა
ილია მეორე: საქართველოს ევროპული ფასეულობები იზიდავს

„საქართველოს ის ფასეულობები იზიდავს, რაც ევროპას გააჩნია“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ევროპის კვირეულზე  განაცხადა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ევროპის კვირეული ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. დღეს აღვნიშნავთ ევროპის დემოკრატიულ საწყისებს და გვინდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს იზიდავს ის ფასეულობები, რაც ევროპას გააჩნია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის წარმატებაზე, ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე ევროპამ ორი მსოფლიო ომი წარმოშვა, ამიტომ საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორც ევროპისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. მშვიდობა სუფევდეს ევროპასა და მთელ მსოფლიოში“, -აღნიშნა ილია მეორემ.
ცნობისთვის, თბილისში, ევროპის კვირეულის გახსნის ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. ღონისძიებას ესწრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ასევე მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics