22:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 17:07:33, 317 ნახვა

საზოგადოება
სოსო ცისკარიშვილი: ანატოლი ბიბილოვის და გალუსტ სააკიანის შეხვედრა პროვოკაციის შემცველია

„ანატოლი ბიბილოვის და გალუსტ სააკიანის  შეხვედრა პროვოკაციის შემცველია, მაგრამ მასზე რაიმე სერიოზული რეაგირება ნაადრევია“,-ასე შეაფასა  დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა  სოსო ცისკარიშვილმა  „ექსპრესნიუსთთან“ საუბარში  სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის  დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა.
მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი წინაპირობა, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან ზეწოლა ყოფილიყო.
„სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავკაცთან შეხვედრა რასაკვირველია, გარკვეული პროვოკაციის შემცველია, მაგრამ მასზე რაიმე სერიოზული რეაგირება, ჩემი აზრით, ნაადრევია. სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ  - რა იყო ასეთი განცხადებების და შეხვედრის წინაპირობა. ორი მოსაზრება მაქვს:  ერთი, რომ იზრდება ზეწოლა რუსეთის მხრიდან და მეორე, რაც, ჩემთვის უფრო საყურადღებო გახლავთ, ერევანის დამოკიდებულება იმ ფაქტთან როგორი ეკონომიკური და თავდაცვითი სიამტკბილობა აშენდა ანკარას, თბილისსა და ბაქოს შორის. რასაკვირველია, გარკვეული შეშფოთება, პლუს ასეთი ჩამოყალიბება ალბათ დაისადგურა ჩვენს მოძმე ერის ლიდერებში და ამასთანავე, პრაქტიკულად ჩვენ თუნდაც გარედან, რომ შევხედოთ სიტუაციას, შესაძლოა ვიფიქროთ, იმ  ბალანსის დარღვევაზე, რომელიც საშუალებას აძლევდა საქართველოს გარკვეული თანაბარუფლებიანი ნაბიჯები გადაედგა როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის მიმართ. ამჟამად გამოსავლად მიმაჩნია არცთუ სტანდარტული ნაბიჯი, რომელიც ჩემი აზრით უკეთესია, რაც შეიძლება მალე გადადგას საქართველომ და ეს იქნება რეგიონში კიდევ ერთი სამეულის შექმნა, იმავე ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით და ამ სამკუთხედის თითოეულ წევრში ვიგულოთ თბილისი, ერევანი და თეირანი“,-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics