2015-05-04 14:36:39, 387 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე შეუწყდებათ
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს.
როგორც აღნიშნული კომიტეტის თავჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, ხიდაშელისა და აგულაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დასკვნა დღეს ბიუროს სხდომაზე იქნება წარდგენილი. ბიუროს კი, ვალდებულება აქვს ეს საკითხი განსახილველად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიტანოს.
ცნობისთვის, თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრობის, გიგლა აგულაშვილი კი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატად დასახელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან