2015-05-04 11:15:48, 356 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს გალუსტ სააკიანს შეხვდა.
შეხვედრა მთიან ყარაბაღში შედგა.
შეხვედრის ფარგლებში სააკიანმა და ბიბილოვმა სომხეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილეს.
ბიბილოვის თქმით, ოსი ხალხი, რომელიც საქართველოს მხრიდან გენოციდის მსხვერპლი გახდა, სომეხი ხალხის ტკივილს იზიარებს.
ბიბილოვმა და სააკიანმა შრომითი კონტაქტების გაღრმავებასა და „სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის“ განვითარებაზე მოილაპარაკეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან