03:38 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 11:02:16, 303 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკმა“ ფოტოკონკურსის „დაუვიწყარი წამი“ გამარჯვებულები დაასაჩუქრა

„თიბისი ბანკისა“ და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთობლივი ფოტოკონკურსის „დაუვიწყარი წამი“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. 

ნომინაციის საუკეთესო ფოტოებისათვის, თეონა ჟორჟოლიანი ( ნამუშევრით „მატარებელი“ ) და მარიამ ხიდეშელი (ნამუშევრით „ბავშვი ეტლში“) „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულებს, „თიბისი ბანკის“ სახელით, ფოტოაპარატი CANON 650D გადაეცათ.  

ფოტოკონკურსი „დაუვიწყარი წამი“ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში უკვე ორი წელია ტარდება და მისი მიზანია, მოყვარული ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა და მათი სტიმულირება. 

„დაუვიწყარი წამი“ არის ერთადერთი ნომინაცია „ქოლგას თბილისი ფოტოს“ ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა უფასოა და ფოტოს ავტორისგან პროფესიონალიზმს არ მოითხოვს.

წლევანდელ კონკურსში, საქართველოს მასშტაბით, 900-მდე ფოტო მონაწილეობდა. გასულ წელთან შედარებით 2015 წელს ნომინაციაში მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგდა. კონკურსში მონაწილეობის საშუალება „თიბისი ბანკის“ თანამშრომლებსაც მიეცათ. გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი მარიამ ხიდეშელი, სწორედ „თიბისი ბანკის“ თანამშრომელია.

კონკურსში წარდგენილი ყველა ფოტო „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში (მარჯანიშვილის 7) გამოიფინა. ექსპოზიცია ბანკში ერთი თვის განმავლობაში დარჩება.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics