08:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 09:26:58, 354 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის „ბოლო ვერსია“ პრემიერის პრესკონფერენციამდე მოისმინა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის „ბოლო ვერსია“ პრემიერის პრესკონფერენციამდე მოისმინა.

ამის შესახებ მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. 

მისივე თქმით, საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმირება პრემიერის პრესკონფერენციის შემდეგ რამდენიმე წუთში მოხდა. 

"მე გუშინ საღამოს მქონდა კომუნიკაცია ღარიბაშვილთან, ასევე უსუფაშვილთან. საუბრის დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს იყო საქმის კურსში ჩაყენება. ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, თუმცა ქმედებები, ბუნებრივია, არ გამივლია. ეს არ იყო კონსულტაცია, ეს იყო საქმის კურსში ჩაყენება. მე მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ეს განხორციელდა. გეტყვით დინამიკასაც და იმედია, ეს ყველაფერს ნათელს მოჰფენს - მე ვიყავი საქმის კურსში ჩაყენებული, მაგრამ დინამიკა ისეთი სისწრაფით იცვლებოდა, რომ შემადგენლობის შესახებ ბოლო ვერსია მაშინ ვნახე, როცა ტელევიზორში ვუსმინე ბატონ ირაკლის. როცა მოვისმინე საბოლოო პოზიცია, ალბათ 5-10 წუთში, ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩააყენა საქმის კურსში მთავრობის ადმინისტაცია როგორც ჩემი პრესკონფერენციის, ისე იმის შესახებ, რომ საჩქარო უკვე აღარაფერი აღარ იყო", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics