09:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 17:16:55, 376 ნახვა

პოლიტიკა
შალვა თადუმაძის განმარტებით ხიდაშელს, აგულაშვილს და ხეჩიკაშვილს მინისტრის უფლებამოსილებები აქვთ

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განმარტებით, თინა ხიდაშელს, გიგლა აგულაშვილს და ტარიელ ხაჩიკაშვილს შეუძლიათ, მინისტრის უფლებამოსილება განახორციელონ. 

ამის შესახებ თადუმაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა. 

„მთავრობის ყველა წევრი, რომელიც მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, უფლებამოსილია მინისტრის მოვალეობა განახორციელოს“, – აღნიშნა თადუმაძემ. 

ცნობისთვის, დღეს პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამი ახალი მინისტრობის კანდიდატი დაასახელა. 

თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების თანამდებობაზე გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად კი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics