09:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 11:18:04, 362 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს?!

„როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავრასარდალმა  მინდა დავსვა კითხვა, რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს?!“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე მინისტრების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით,  მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის მთავრობა ფორსმაჟორის  რეჟიმში მუშაობს.

„არსებულ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ  მინიტრების მყისიერი გადადგომა , როდესაც ვხედავდით, რომ ერთ-ერთი მინისტრი ამბობდა არ მიდის პოსტიდან  და მეორე დილას წავიდა პოსტიდან.  ვიცოდით გუშინ, რომ ორი მინისტრი იცვლება და  დღეს გავიგეთ, რომ სამი იცვლება.  მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორის  რეჟიმში მუშაობს.  მე მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული  გამოწვევის წინაშე ვდგევართ,  როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მინდა  დავსვა კითხვა, რა სიხშირით უნდა  ვცვლიდეთ თავდაცვის  მინისტრებთ?!“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics