06:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 11:05:44, 309 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კომიტეტებში, სავარაუდოდ, დღეს მოუსმენენ

მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს  კომიტეტებში სავარაუდოდ დღეს მოუსმენენ.

მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე კი, სავარაუდოდ შაბათს გაიტანენ.

იმისათვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ხელახლა გამოუცხადოს ნდობა, ამისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ცნობისთვის, ბოლო 1 ერთი წლის განმავლობაში მთავრობაში, რომელსაც პარლამენტის მიერ ნდობა ჰქონდა გამოცხადებული, 7 მინისტრი შეიცვალა. შესაბამისად, პარლამენტმა მთავრობას ხელახლა ნდობა უნდა გამოუცხადოს.

პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტებზე უნდა წარედგინა კანდიდატები.

თუმცა ცვლილება თავდაცვის სამინისტროსაც შეეხო.

ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე გიგლა აგულაშვილი, სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა. მინდია ჯანელიძეს კი თინა ხიდაშელი შეცვლის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics