21:21 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 18:01:40, 297 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა ლორთქიფანიძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელმა პირებმა დღეს, თბილისის იუსტიციის სახლში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

სტუმრებს ბინადრობის ნებართვების მოპოვებისა და მოკლვადიანი ვიზის მიღების პროცედურებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ამასთან, კონსულები იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნენ და სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებულ რეფორმებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრის დასასრულს,  სპეციალურად მათთვის მოეწყო ტური იუსტიციის სახლში, რომლის დროსაც  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, თავად გაცნობოდნენ იუსტიციის სახლების მუშაობის სპეციფიკას, დაეთვალიერებინათ თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: ევროკავშირის ექსპერტები, აშშ–ს, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, საფრანგეთის, შვედეთისა და შვეიცარიის კონსულები საქართველოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics