06:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 14:47:46, 351 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ივანიშვილმა პრაქტიკულად გადმოიღო წინა ხელისუფლებისგან ზეწოლის მახინჯი ფორმები

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, უშიშროების სტრუქტურების გამოყენება პოლიტიკური თვალთვალისთვის ძალიან გახშირებულია.

როგორც ალასანიამ კამპანიის - "დიალოგი მოსახლეობასთან" ფარგლებში, კითხვებზე პასუხისას განაცხადა, მისი პარტიის ოფისებს 24-საათიან რეჟიმში უთვალთვალებენ.

"სააკაშვილმა რაც გააკეთა, უკვე წარსულშია. რაც კარგი შეიქმნა, შენარჩუნებულია და ეს ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, მაგრამ იმის გამოსწორება, რაც ნეგატიური იყო, აუცილებელია. მე სწორედ ეს ერთ-ერთი პრეტენზია მაქვს ივანიშვილის ხელისუფლებასთან, რომ მან პრაქტიკულად გადმოიღო წინა ხელისუფლებისგან ზეწოლის მახინჯი ფორმები, როგორიცაა პროკურატურის, უშიშროების სტრუქტურების გამოყენება პოლიტიკური თვალთვალისთვის და ეს ახლა ძალიან გახშირებულია. პრაქტიკულად ჩვენი ოფისების 24-სათიანი მონიტორინგი დაიწყეს. იმის იქით აღარ მიდიან, მაგრამ თავისთავად ეს არის საშინელება, რომ უშიშროების ოფიცრები მოწყვეტილი ჰყავთ თავისი ძირითადი საქმისგან და იხარჯება შრომა, ენერგია, რესურსი, ჩვენი ამომრჩევლების ფული. ეს არ შეიცვალა და სწორედ ამას საბოლოდ მოვუღებთ ბოლოს 2016 წლის არჩევნების შემდეგ. ამის პირობას მე ვდებ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics