07:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 15:09:23, 359 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ლევან ყიფიანის მიმართვა დააკმაყოფილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ყიფიანის მიმართვა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, დააკმაყოფილა.

შესაბამის ბრძანებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

ირაკლი ღარიბაშვილი ლევან ყიფიანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს. 

შეგახსენებთ, სპორტისა და ახალგაზრდობის უკვე ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა პრემიერს გადადგომის თხოვნით დღეს მიმართა. 

ვინაიდან ყიფიანი მე-7 მინისტრია, რომელმაც მინისტრთა კაბინეტი დატოვა, კანონმდებობის თანახმად,  მთავრობას პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics