|
2015-04-29 14:24:35, 459 ნახვა
საზოგადოება
პაატა ბელთაძე: სახალხო დამცველი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ვერ ჩაერევა
„სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძემ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის აპარატთან განუცხადა, სადაც იპოთეკით დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს. როგორც მან განმარტა, სახალხო დამცველს იპოთეკით დაზარალებულების საკითხში ჩარევა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ კი აღსრულების დროს გამოსახლების პრინციპი დარღვეული იქნება. „ამ ადამიანების ვითარება მართლაც ძალიან მძიმეა. როდესაც პარლამენტში ამ პრობლემის მოგვარების მიზნით სავარაუდო კანონპროექტზე მიმდინარეობდა მუშაობა, სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ხელისუფლებას მიმართა რეკომენდაციით, რომ აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხი, თუმცა, სახალხო დამცველი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ვერ შევა. რაც შეეხება ამ ადამიანების ბედს, ეს არის წმინდა სახელმწიფოს პრეროგატივა და სახალხო დამცველი ვერ განსაზღვრავს იმ მიმართულების პოლიტიკას, თუ რა უნდა განხორციელდეს ამ ადამაინების დასაკმაყოფილებლად“, – აღნიშნა ბელთაძემ. მისივე ინფორმაციით, უწყებას აქამდეც მოუხდენია ინდივიდუალურ მიმართვაზე რეაგირება. „ჩვენ გვქონდა გამოსახლებებთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო, ან ბავშვი ჰყავდათ, ასეთ შემთხვევაში მიმართული გვავქვს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შუამდგომლობით გამოსახლების გადავადებასთან დაკავშირებით. მაგრამ, რაც შეეხება გამოსახლებების პროცესის შეჩერებას, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“, – განაცხადა პაატა ბელთაძემ. სახალხო დამცველის მოადგილე აქციის მონაწილეებს შეხვდა. ბელთაძის თქმით, უჩა ნანუაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, იპოთეკით დაზარალებულებს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)