18:11 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 12:51:11, 385 ნახვა

პოლიტიკა
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა გადამდგარია და ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია

კონსტიტუციის მიხედვით ამ წუთიდან მთავრობა გადამდგარია, ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად მიიჩნევა და მინისტრთა კაბინეტს პარლამენტისგან ნდობის ხელახლა მიღება სჭირდება - ანუ პარლამენტმა ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს.

ცნობისთვის, კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3–ით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.

ბოლო 1 წლის განმავლობაში, მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გადამდგარია 7 მინისტრი. პარლამენტს კი, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება მოუწევს.  

მთავრობა პარლამენტის წინაშე ახალი შემადგენლობით და პროგრამით უნდა წარსდგეს. 

იმისათვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გაოუცხადოს, ამისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics