23:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 11:46:04, 362 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო  პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტის ანკი ბრუკერს-კნოლის შეხვედრის ძირითადი თემები.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.  აღინიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფოს ურთიერთობა საქართველოსთან დინამიურია და მოიცავს მრავალ სფეროს; მათ შორის ყველაზე აქტიურია ეკონომიკური და განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების თემებს. განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც  დგას საქართველო.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს  ვიზიტისთვის, რაც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოვლინებად შეაფასა.

ცნობისთვის, ანკი ბრუკერს-კნოლი 2013 წლიდან იკავებს ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტის  თანამდებობას.    იგი  არის ჰოლანდიის   „ სახალხო პარტია - თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის“   წევრი, ხოლო 1997–2003 წლებში გახლდათ ამავე პარტიის  ვიცე–პრეზიდენტი.  2007 წლიდან დღემდე იგი ეროვნული სამართლის ექსპერტთა რწმუნებულთა საბჭოს წევრია.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics