00:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 15:51:58, 353 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი ცენტრი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაშიც ამოქმედდება

საზოგადოებრივი ცენტრი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაშიც ამოქმედდება.

ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრს ხვალ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.

ღონისძიებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღნიშნულ ცენტრში მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიღებისათვის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში ღორეშას მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები.

აღსანიშნავია, რომ ცენტრი 3000–მდე მოსახლეს მოემსახურება, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, მუნიციპალურ ცენტრში წასვლის გარეშე მიიღონ ასობით სერვისი. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ღორეშას საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში რიგით 21–ე ცენტრია. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია კაჭრეთის, ყვარელწყალის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ხევის, მანგლისის, კოდას, შორაპნის, ნიგოეთის, ჭალადიდის, ჯვარის, ფოკას, ხიდისთავის, ნუკრიანისა და კორბოულის მოსახლეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics