00:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 13:26:31, 512 ნახვა

საზოგადოება
განათლების მინისტრის მოადგილე აქციის მონაწილეებს შეხვდა

განათლების მინისტრის მოადგილე გია შარვაშიძე უწყებასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდა.

მან აქციის ერთ-ერთ წევრს კობა სუბელიანს და მედიის წარმომადგენლებს მინისტრთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა ამას მშობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებდნენ, რომ მინისტრთან თავად სურდათ შეხვედრა.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილესა და მშობელთა საინიციატივო ჯგუფს შორის სკოლაში შესასვლელი ბავშვის ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართა. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ მათმა ბავშვმა ბაღი დაამთავრა, მოსამზადებელი პერიოდი გაიარა, თუმცა სკოლაში შესვლას ვერ ახერხებს, რადგან ექვსი წელი 10 – 15 სექტემბერს უსრულდება.

როგორც მათ მინისტრის მოადგილემ უპასუხა, ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგს შეახვედრებს და მათ პასუხებს ის გასცემს.

„რა გარანტია გაქვთ, რომ ბავშვს აქვს სასკოლო მზაობა? ჩვენ ვზრუნავთ ბავშვის უფლებებზე“,- აღნიშნა შერვაშიძემ.

რაც შეეხება გარდამავალ პერიოდს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ყოველთვის იქნება.

მიუხედავად მინისტრის მოადგილის შეთავაზებისა, კობა სუბელიანმა მინისტრთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და თამარ სანიკიძე მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics