00:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 12:28:44, 455 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტროსთან მშობელთა საინიციატივო ჯგუფი აქციას მართავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, მშობელთა საინიციატივო ჯგუფი აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ "ზოგადი განათლების" შესახებ კანონპროექტს უჭერენ მხარს, რომლის თანახმადაც, ბავშვს, რომელსაც 31 დეკემბრამდე 6 წელი უსრულდება, სკოლაში შესვლის საშუალება უნდა მიეცეს.

ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ ხვალ ჩანიშნულ კენჭისყრაზე ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.

აქციის მონაწილეებს ტრანსფარანტები აქვთ გამოტანილი, წარწერით - „ერთი კვირა = 1 წელს“, „ჩვენ 20 ათასი ვართ“, „გთხოვთ შემიშვათ სკოლაში“, „ნუ დამტოვებთ ბაღში 8 დღის გამო“.

აქციაზე ასევე იმყოფება აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი, კობა სუბელიანი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 10 და 20 დღის გამო, ბავშვი სკოლის გარეთ არ უნდა დარჩეს.

„მშობლებმა გადაწყვიტეს აქციის ჩატარება დეპუტატების მხარდასაჭერად, რომლებაც წინ კენჭისყრაზე ხმა მისცეს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 10 დღის გამო, ბავშვი არ უნდა დარჩეს გარეთ. მომიწვიეს, როგორც კანონპროექტის ინიციატორი. მოვედი და მხარს ვუჭერ მათ მოთხოვნას. მიმაჩნია, რომ 10 და 20 დღის გამო, ბავშვი სკოლის გარეთ არ უნდა დარჩეს. ეს არის მშვიდობიანი აქცია და არა პოლიტიკური“, - განაცხადა სუბელიანმა.

მისივე თქმით, საქართველოში სულ 20 ათასი ბავშვია, რომლებიც რამდენიმე კვირისა და თვის გამო, წელს სკოლაში შესვლას ვერ ახერხებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics