|
2015-04-27 12:41:35, 477 ნახვა
პოლიტიკა
შვეიცარიის ელჩის მიერ გამოთქმული პრეტენზიებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. როგორც „ექსპრენიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მიიღო ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც შვეიცარიელ დიპლომატს აწუხებს და დაჰპირდა, რომ აღნიშნული თემით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება. „მე მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი შვეიცარიის ელჩთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, მის წინსვლას, პერსპექტივას და პროგრესს. მაინტერესებდა, რას შეეხებოდა მისი წუხილი და მან ამიხსნა, რომ შვეიცარიელი ბიზნესმენი, რომელსაც ჰყავდა ქართველი პარტნიორები, სავარაუდოდ, ქართველმა პარტნიორებმა მოატყუეს და მისი აღქმით, დავა გაგრძელდა არასამართლიან გარემოში. ელჩს დავპირდი, რომ დღესვე დავავალებ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ეს საკითხი და თუ რაიმე დანაშაული გამოიკვეთება, ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესი არის და ყოველთვის იქნება ხელშეუხებელი და დაცული. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შვეიცარიის ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წარმომადგენლების რეაგირებით კმაყოფილია. როგორც გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილთან საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა. „ვფიქრობ, შევთანხმდით ბევრ საკითხზე მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიმართულებით და როგორ დავუჭიროთ მხარი ამას. ჩვენ ვისაუბრეთ აუდიტის და საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებულ ცალკეულ საჭირბოროტო საკითხებზე, ასევე ერთმანეთს გავუზიარეთ კონკრეტული საქმეები. მე დავინახე პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის პოზიტიური რეაქცია. ჩვენ ეს საქმეები შესაბამის უწყებებთანაც განვიხილეთ. მოველით ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარებას და შვეიცარია, რა თქმა უნდა, მხარდაჭერისთვის ყოველთვის მზად არის“, - განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)