21:21 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 10:17:23, 496 ნახვა

საზოგადოება
”112”-ის წარმომადგენლებმა ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენლები ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ კონფერენციას და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიურ კონფერენციაზე „112“-ის დელეგაციის მონაწილეობის მიზანი იყო, ევროპის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს გამოფენა, სადაც გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს გაეცნენ, დაესწრნენ სემინარებს სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა: ტექნოლოგიების მნიშვნელობა საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში; ქოლ-ცენტრის ეფექტური მუშაობის წინაპირობები; გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის კუთხით წარმოებული ეფექტური კამპანიები და სოციალური მედიის როლი გადაუდებელი დახმარების დროს. კონფერენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სხვადასხვა ქვეყანაში, გადაუდებელი დახმარების სფეროში არსებული გამოწვევების მიმოხილვას და რეკომენდაციების გაზიარებას. საქართველოს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ბუქარესტში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და კოლეგებისგან მიიღეს ინფორმაცია ერთიანი გადაუდებელი დახმარების ნომრის -„112“-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში, საქართველო წარმოდგენილი იყო, როგორც ერთ-ერთი სპიკერი ქვეყანა. საქართველოს „112“-მა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია სახელწოდებით - „გამოწვევები და სტრატეგიული მიმართულებები“.

ყოველწლიური კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილია დაჯილდოების ცერემონია. 2015 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველომ გაიმარჯვა „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში. მნიშვნელოვანია, რომ წელს საქართველო ამ ნომინაციაში ყოველგვარი ხმის მიცემის პროცედურის გარეშე დასახელდა. „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა 8 წლის ლექსო ბოჟაძემ, რომელმაც „112“-ზე დარეკვით საკუთარი დედის სიცოცხლე იხსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics