00:53 - 12 Apr, 2026
|
2015-04-25 09:31:16, 609 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს გიორგი ჯანელიძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნათესავები და მეგობრები დახვდნენ. სამშობლოში ჩამოსვენებამდე გიორგი ჯანელიძეს სამოქალაქო პატივი კიევის ცენტრში მიაგეს. სამგლოვიარო ცერემონიას კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დაღუპული სამხედროს თანამებრძოლები და უკრაინის მოქალაქეები ესწრებოდნენ. სამოქალაქო პანაშვიდზე კიევში დაღუპული ქართველი სამხედროს მეუღლეც იმყოფებოდა. შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)