21:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 18:26:45, 424 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ იმერეთის რეგიონს ეწვევა

სამთავრობო პროგრამის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ იმერეთის რეგიონს ეწვევა.
რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, 10:00 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ხარაგაულში ახალ სამედიცინო პუნქტს გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
ასევე დაგეგმილია პრემიერის სტუმრობა წყალტუბოში, სადაც 11:30 საათზე, მთავრობის მეთაური ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და წყალტუბოს განახლებულ სამკურნალო აბაზანებს დაათვალიერებს, ასევე გაეცნობა ცივ ტბაზე მოწყობილ ინფრასტრუქტურას.
პრემიერ-მინისტრი რეგიონში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, შეხვედრას გამართავს რეგიონის გუბერნატორსა და იმერეთის რაიონების გამგებლებთან, რის შემდეგაც, 14:00 საათზე, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“ ბიზნესწრეების წარმომადგენლებს იმერეთის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს გააცნობს.
პროექტი „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და რეგიონებში წარმოების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics